წიგნი 1: ოცნებები, სიყვარული, გაქცევა
პირველი წიგნი „ოცნებები, სიყვარული, გაქცევა“ მოგვითხრობს შემდგომში უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ბერტა ფონ ზუტნერის, ბავშვობასა და სიყმაწვილეზე. გრაფინია კინსკად დაბადებულს სიყმაწვილის წლებში ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მდიდარ დიდგვაროვანს გაჰყოლოდა ცოლად. გინდა გაიგო, აისრულა თუ არა ოცნება ბერტამ?
წიგნი 2: საქართველო
მეორე წიგნი „საქართველო“ გვიამბობს ზუტნერების წყვილის ცხოვრებაზე შორეული კავკასიის ამ ქვეყანაში. ბერტა და არტურ გუნდაკარ ბარონ ფონ ზუტნერი იძულებულნი იყვნენ, ფარულად დაქორწინებულიყვნენ, რადგან არტურის ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო. გინდა გაიგო, ასრულდა თუ არა მათი ოცნებები საქართველოში?
წიგნი 3: მშვიდობის აქტივისტი
მესამე წიგნი „მშვიდობის აქტივისტი, ბესტსელერის ავტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი“ მოგვითხრობს ბერტა ფონ ზუტნერის თავდადებულ ბრძოლაზე მშვიდობისა და განიარაღებისათვის; გვიამბობს მისი, როგორც ბესტსელერის ავტორის, წარმატებებების შესახებ. გაინტერესებს, რა სირთულეების გადალახვა მოუწია ბერტას და რა წარმატებებს მიაღწია? თუ ასეა, წაიკითხე ნაწილი 3.