პირველი წიგნი „ოცნებები, სიყვარული, გაქცევა“ მოგვითხრობს შემდგომში უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ბერტა ფონ ზუტნერის, ბავშვობასა და სიყმაწვილეზე. გრაფინია კინსკად დაბადებულს სიყმაწვილის წლებში ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მდიდარ დიდგვაროვანს გაჰყოლოდა ცოლად. გინდა გაიგო, აისრულა თუ არა ოცნება ბერტამ?