skip to Main Content

სატირული და სახუმარო ლექსები ბერტა ფონ ზუტნერზე

ომის სისასტიკის დამგმობ თანამოაზრეთა მცირე წრეში ბერტა ფონ ზუტნერის ნაწარმოები „ძირს იარაღი!“ ოდნავ მოგვიანებით იქცევს ყურადღებას. საზოგადოების უმრავლესობა, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები და სამხედრო მოსამსახურეები, ომს პრობლემების გადაჭრის ქმედით საშუალებად მიიჩნევდნენ. ომის სისასტიკე და მისი მსხვერპლი თითქმის არავის ადარდებდა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, გასაგებია, თუ რატომ გამოხატავდა საზოგადოება ბერტას ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ ხშირად საკმაოდ დამაკნინებელ და შეუსაბამო რეაქციებს. გაეცანით რამდენიმე ასეთ ნიმუშს:

იარაღის ბირჟა

 

რა იცვლება გამალებით დახლებზე?

დარბაზების კედლებში რა მძვინვარებს?

მოხვედრილი დარტყმისაგან ყვირილი –

იარაღიდაცემულა მიწაზე!

 

იარაღი – მისი სახელწოდება

მწყობრში მოსვლა ეს ხომ მისი არსია,

ოსტატურად მისი გამოყენება

არსში წვდომის ნამდვილი ბალანსია.

 

მხოლოდ ერთი ქალი მოდის ბირჟაზე,

განწყობილი არცთუ ისე მძვინვარედ:

„როგორც იქნა“, ბერტა იტყვის ამაყად:

იარაღი დაცემულა მიწაზე!“

[1] თარგმნა ნიკა მაღრაძემ.

 

Kikeriki [1], 1898 წ. 18 აგვისტო:  https://anno.onb.ac.at/cgi-content/anno?aid=kik&datum=18980818&query=%22Die+Waffen+nieder!%22&ref=anno-search&seite=2

 

 

მსუქანი ბერტა

მშვიდობის ჟამს იხეირა გერმანიამ.

შიში ნუ გაქვთ მათი სიცილ-ხარხარის,

ინგლისელი უკვე იწყებს დაფარულად

მოიკრიბოს ავსული და მტარვალი.

 

ლაღო ინგლისო, დაუგდე ყური:

ისმის მსუქანი ბერტას გუგუნი!

 

წითელშარვლიან ფრანცუზ ჯარისკაცს

სურს, რომ ბერლინში მძლავრად ილაშქროს —

მეფე ალბერტის წადილიც ახდეს

და კოლონები შემოიერთოს.

 

რა სულელია ორივე ერთად,

გუგუნებს მძლავრად მსუქანი ბერტა!

 

აღმოსავლეთით რუსული დათვი

ფრთხილ ხეტიალში ტორებს აცეცებს,

ჰინდერბურგისგან ცხვირ-პირში ხვდება,

დამფრთხალი მალავს მისივე კლანჭებს.

 

სიმწრისგან ისმის ღრიალი „დათვის“ —

მსუქანი ბერტას გუგუნი მძლავრი!

 

აზიისა და კანადის მხრიდან

მოჰყავს ბრიტანეთს ბანდა ახალი,

ყველა კუთხიდან შეჰყარა ერთად

ველური, გიჟი, შეუბღალავი.

 

ინგლისო, ზრახვა დაგრჩება მრუდედ

მსუქანი ბერტა დააგუგუნებს!

 

Josef Huggenberger, 1914

იოზეფ ჰუგენბერგერი, 1914 წელი

კრებულიდან „ზეციდან და ფსკერიდან“ https://gedichte.xbib.de/Huggenberger%2C+Josef_gedicht_160.+Die+%84dicke+Berta%93.htm

 

 

დამახსოვრების ხელოვნება

 

ინგლისელებო,

აგიხდათ ლოცვა; ემდენი უკვე ჩაძირულია.

მაგრამ იცოდეთ, მისი სული ხომ — უკვდავყოფისთვის განწირულია.

 

მივმართავ რუსებს:

ენა არ მოგტყდეთ, როცა გამოთქვამთ სახელად ფშემისლს,

ქალაქთან ყოფნას ახასიათებს ტკივილი თავის, ბორძიკი ენის.

 

შინ დარჩენილებს

ნუთუ სტრატეგი სახლში დარჩენით სათქმელს იტყოდა?

თუკი სანგარში ჩაწვებოდა — ვეღარ იბრძოდა.

 

ომისგან დაღლილთ

განსხვავებული მშვიდობის მცველი, მსუქანი ბერტა,

გარანტიაა ჩვენი მშვიდობის, რომელსაც თესავს.

 

მივმართავ ფრანგებს:

არა მგონია, თქვენი კერძი, რომელსაც ეტრფით,

ფარშირებული ყოფილიყო მშვიდობის მტრედი.

 

გაზეთი ფიგარო, 1914 წ. 24 დეკემბერი. https://anno.onb.ac.at/cgi-content/anno?aid=fig&datum=19141224&seite=10&zoom=33

 

 

Back To Top