კარგია, თუ გეცოდინება
სახლი, რომელშიც ბერტა ფონ ზუტნერი ცხოვრობდა, თბილისში დღესაც არსებობს
ამ სახლის მნიშვნელობის შესახებ დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ასევე ცოტას თუ ახსოვს, რომ ბერტა ფონ ზუტნერმა რამდენიმე წელი საქართველოში იცხოვრა. ამ პერიოდმა კი არცთუ უმნიშვნელო გავლენა იქონია მის შემდგომ მოღვაწეობაზე, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობას.
განსხვავებით სხვა ადგილებისგან, სადაც ბერტა ფონ ზუტნერს საქართველოში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა დროს უცხოვრია, ეს სახლი დღემდე პირვანდელი სახით შემონახულა. რამდენიმე წლის წინ სახლის შესასვლელთან მემორიალური დაფა განათავსეს, რომელიც შეგვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება ცხოვრობდა აქ ოდესღაც.
დოქტ. თომას მიულმანი 2020 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში.